შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.12.2015 | 15:19

"ჯორჯიან პროდაქტის" წარმოებული ცხოველთა ავეჯი ევროპაში იყიდება

კატეგორია: ბიზნესი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი საწარმო დაათვალიერა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, კომპანია „ჯორჯიან პროდაქტ“-ის მიერ წარმოებული პროდუქცია მთლიანად ორიენტირებულია ევროკავშირის ბაზარზე და ქართული წარმოების აღმნიშვნელი წარწერით "Made in Georgia" გადის, რაც ხელს უწყობს ზოგადად ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას.
 
კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“, რომელიც ცხოველთა ავეჯს აწარმოებს, პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტით სარგებლობს. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 2500 000 აშშ დოლარს შეადგენს. შპს "ჯორჯიან პროდაქტ"-ს დღეისთვის საწარმოში 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული, საწარმო ამ ეტაპზე 25 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, თუმცა, მომავალში საწარმოო სიმძლავრის გაზრდა იგეგმება.

"ჯორჯიან პროდაქტს" პროდუქცია დასავლეთ ევროპაში შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით შეაქვს. "ეს არის მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან ქართული კომპანიების სასარგებლოდ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმადიმიტრი ქუმსიშვილმა.
უკან დაბრუნება
754ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი