შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
27.11.2015 | 11:09

"M2 უძრავი ქონება" თბილისში სამ ვარსკვლავიან სასტუმროს "რამადა ენკორ ჰოტელს" ააშენებს

კატეგორია: ბიზნესი
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ "M2 უძრავი ქონებას" 7 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო საქართველოში ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდის სამვარსკვლავიანი სასტუმროს ასაშენებლად. IFC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "M2 უძრავი ქონების" შვილობილი კომპანიის მიერ "რამადა ენკორ ჰოტელის" მშენებლობა თბილისში, მიზნად ისახავს მითხოვნა-მოწოდების ის დისბალანსი ამოავსოს, რომლის შედეგადაც საშუალო სეგმენტის სასტუმროების ბაზარი ქვეყანაში პრაქტიკულად აუთვისებელია. 152 ნომრიანი სასტუმრო "M2 უძრავი ქონების" პირველი ნაბიჯია კომპანიის გეგმაში შექმნას 300 ხელმისაწვდომი სასტუმროს ნომერი თბილისში და სავარაუდოდ, საქართველოს სხვა ქალაქებშიც. "რამადა ენკორ ჰოტელის" მშენებლობის შედეგად სავარაუდოდ, 100-მდე ადამიანი დასაქმდება.
უკან დაბრუნება
510ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი