კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
03.12.2015 | 11:01

"მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია"

ავტორი: მთავრობის ინიციატივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება
კატეგორია: ბიზნესი
მთავრობის ინიციატივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. ცვლილებების ამოქმედების კონკრეტულ თარიღზე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდება.
 
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.

"სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტი 50%-ს გაუტოლდა. ასეთი რამ მსოფლიოს ორ ქვეყანაშია, სადაც მარცხენასაჭიანი ავტომანქანებით მოძრაობაა და ეს ქვეყნებია - ავღანეთი და ბირმა. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები პროცენტული რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია. 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო - 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა; 2014 წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი; ხოლო 2015 – 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების ცვლილება დაგვჭირდება", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
უკან დაბრუნება
294ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი