ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
10.01.2016 | 22:23

"მარკირების სავალდებულო წესზე" ბიზნესმა ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა

ავტორი: თელარა გელანტია
კატეგორია: ბიზნესი
"ბორჯომმა", "კოკა-კოლამ", "წყალი მარგებელმა" და "კასტელ ჯორჯიამ" საქართველოს პარლამენტის და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
 
სარჩელში ნათქვამია, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი არაკონსტიტუციურია: კერძოდ, სადავო აქტები კონსტიტუციის მე-14, 21-ე და 30-ე მუხლებს უპირობოდ ეწინააღმდეგება.

ისინი მიიჩნევენ, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი დისკრიმინაციულია და უთანასწორობას უწყობს ხელს.

"სარჩელი ემყარება იმ არგუმენტაციას, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი სადავო აქტებით მოსარჩელეებს ეზღუდებათ საქართველოში საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის შესაძლებლობა. არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესი არაკონსტიტუციურია, რამეთუ ზღუდავს საკუთრების უფლებას იმაზე მეტად, ვიდრე ეს აუცილებელია ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელეებს უწევთ მეტი ქონებრივი ტვირთის გაღება, ვიდრე ეს აუცილებელია ჯეროვანი საგადასახადო ადმინისტრირებისთვის“, - ნათქვამია სარჩელში.

29-გვერდიან სარჩელში ბაზრის ოთხი უმსხვილესი კომპანია ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტს მოსარჩელეთა საკუთრების უფლების გაუმართლებლად და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შეზღუდვაში ადანაშაულებს. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სადაო აქტების მოქმედება უნდა შეჩერდეს, რადგან სავალდებულო მარკირების წესის ამოქმედება ინვესტიციებს შეაჩერებს და ბიზნესგარემოს გააუარესებს.

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს წარმოებაში, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სარჩელის შინაარსს დეტალურად „ბიზნესკონტაქტი“ ხვალ, 12:30 საათზე შემოგთავაზებთ.
უკან დაბრუნება
456ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი