შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
29.12.2015 | 12:07

"მომხმარებელს ელექტროენერგიის ხანდაზმული დავალიანების გადახდის ვალდებულება არ აქვს"

კატეგორია: საზოგადოება
ინტერვიუ ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილთან.
 
- მომართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა, ძირითადად რა სახის განაცხადები იყო შემოსული და ვინ ლიდერობს?

- ელექტროენერგეტიკა ისევე როგორც შარშან წელსაც ერთ-ერთი ლიდერი იყო. პრობლემა ძალიან ბევრი გვაქვს. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განცხადებათა უმრავლესობა მიმართულია ძველ დავალიანებებთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ეს პრობლემური საკითხია, რომელიც ძირითადად "თელასის“ მიმართულებით გვაქვს. ვფიქრობდით, რომ ეს მხოლოდ თბილისის შემოგარენის ფარგლებში იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შიგნით ქალაქშიც ძალიან ბევრი გვაქვს ასეთი სახის თემატიკა, სადაც ბარათებზე ძველი დავალიანება არსებობს რომელთა მოთხოვნის ხანდაზმულობა უკვე გასულია კანონმდებლობის მიხედვით. ყველაზე ეფექტურია, რომ მომხმარებელს გადანაწილების სისტემა შესთავაზო, რაზეც მომხმარებელს ხელი მიუწვდება და ის თანხმდება. სინამდვილეში, მომხმარებელს საერთოდ აღარ აქვს ვალდებულება, რომ ასეთი სახის დავალიანება გადაიხადოს.

- მოსახლეობას ეს ინფორმაცია რატომ არ აქვს?

- ასეთი სახის ინფორმაცია რომ გქონდეს იურიდიული განათლებაა საჭირო, ან ძალიან მაღალი ცნობიერება სწორედ იმ ინსტიტუტისგან, როგორიც ჩვენ ვართ. ამიტომაც მთელი წლის განმავლობაში ცდა არ დაგვიკლია, რომ მიმართვიანობის მაჩვენებელი ამ დონეზე გაზრდილიყო. ჩვენ წელს 3708 განცხადება დავარეგისტრირეთ, რაც ენერგოომბუდსმენის აპარატში არასოდეს არ ყოფილა და გვინდა, რომ აღარ იყოს. იმიტომ, რომ ამ მომართვიანობის გაზრდას ორი მიმართულებით ვუყურებთ. ერთია, რომ დადებითია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოსმისი უფლებების შესახებ და რაც შეიძლება მეტმა მოგვმართოს და მეორე - რომ ეს ოდესმე შევამციროთ და ასეთი სახის მომხმარებელი აღარ იყოს.

- ადამიანი, რომელსაც ძველი დავალიანებ ჰქონდა და გადანაწილება გააკეთა, დღეს შეუძლია მომართოს ენერგოომბუდსმენის აპარატს, თუ ბოლომდე უნდა გადაიხადოს?

- სამწუხაროდ, თუ კი მას უკვე ხელშეკრულება გაფორმებული აქვს, ეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ვალის აღიარებად ითვლება, ანუ ადამიანმა საკუთარი ნებით დააფიქსირა ის, რომ ამ ვალს აღიარებს და შესაბამისად, სასამართლოში მიმართვის გარდა ჩვენ არაფრი არ გვიშველია, მაგრამ იქაც აბსოლუტურად მყარი არგუმენტები უნდა გვქონდეს. უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ოდესღაც მოტყუებით, იძულებით დაიდო.

- ვთქვათ, მოსახლეობის ნაწილმა იცის, რომ ამ ვალის გადახდის ვალდებულება არ აქვს. ამ შემთხვევაში მაინც აუცილებელია, ენერგოომბუდსმენის აპარატს მიმართოს, თუ თავად შეუძლია კომპანიასთან მოაგვაროს ეს საკითხი?

- შეუძლია კომპანიას განცხადებით მიმართოს, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ რომელიმე კომპანიამ ეს განცხადება თავისი სურვილით დააკმაყოფილოს. იმიტომ, რომ კომპანია თავისი კერძო ინტერესების გამტარებელი იურიდიული პირია და შესაბამისად, მას ყოველთვის უჭირს თვითონ თქვას უარი საკუთარ კრედიტებზე.

- ვიცით, რომ ჩამოწერილმა თანხამ წელს დაახლოებით 2 მილიონამდე ლარი შეადგინა. როგორ ხდება ვალის ჩამოწერის პროცესი?

- პირველი ეტაპი ყოველთვის არის ომბუდსმენის რეკომენდაცია. როდესაც ვნახულობთ რაღაც სახის დარღვევას, კომპანიას პირდაპირ რეკომენდაციით მივმართავთ და ვეუბნებით, რომ ამა და ამ წესების მიხედვით, ამა და ამ მუხლის თანახმად, თქვენ ამის მოთხოვნის უფლება არ გაქვთ. არსებობს კიდეც რეკომენდაციების საფუძველზე ჩამოწერილი თანხები, რომელიც წელს დაახლოებით ნახევარ მილიონამდეა. თუ კი კომპანია ჩვენს რეკომენდაციებს არ დააკმაყოფილებს, ჩვენ აუცილებლად ყველა ასეთ საქმეზე ინდივიდუალურად ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას მივმართავთ და იქ უკვე საკითხს საჯარო სხდომაზე განიხილავენ. ეს ეხება გაზს, წყალმომარაგებას და ელექტროენერგიასაც.

- როგორ უნდა მოგმართონ მომხმარებლებმა და ბოლო პერიოდში არის შემთხვევები, როდესაც მწყობრიდან გამოსული მრიცხველების გამო ელექტროენერგიის არარეალურად გაზრდილი თანხა მისდის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში რა მექანიზმი არსებობს, რა უნდა მოიმოქმედონ?

- თუ ოჯახში არაფერი შეცვლილა და დანადგარები იგივე გვაქვს, მაგრამ მოდის სრულიად განსხვავებული მაჩვენებელი. ე.ი. შესაძლოა, რომ მრიცხველი მწყობრიდან გამოვიდა. შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, რომ დაუყონებლივ მიმართოს კომპანიას, მრიცხველის შემოწმება მოითხოვოს, რაც კომპანიამ დაუყონებლივ უნდა განახორციელოს. თან ორ ინსტანციაში აქვს მრიცხველის შემოწმების უფლება. ასეთ დროს პარალელურად შეუძლიათ ჩვენც მოგვმართონ, რომ ჩვენც ამ განცხადებაზე მონიტორინგი განვახორციელოთ. თუ კი შესაბამისი ლაბორატორიიდან და სააგენტოდან უარყოფითი პასუხები მოვა, აქ მოქალაქის ბრალეულობა საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ. განსაკუთრებით გაზის მიმართულებით გვაქვს ასეთი პრაქტიკა - მიუხედავად იმისა, რომ მრიცხველები ძალიან ძველია 20-25 წლიანია, ის აუცილებლად გამოვა მწყობრიდან ლაბორატორიამ დასკვნა რომ არც დადოს. მაინც შემდგომში მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. ჩვენ ასეთი ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. როდესაც მოქალაქის ჩარევა არ არსებობს მრიცხველის დაზიანებაში, როდესაც მოქალაქის მხრიდან შეღწევა არ ყოფილა მრიცხველის შიგნით, გარედან დაზიანებულიც რომ იყოს მრიცხველი, მოქალაქის ბრალეულობას ვერ დაამტკიცებ. ასეთ შემთხვევაში, ეს ყველაფერი სწორედაც კომპანიის ხარჯზე უნდა გამოსწორდეს.
უკან დაბრუნება
634ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი