ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 17:36

"მოტოროლა" მსოფლიო ბაზრიდან გაქრება

კატეგორია: მსოფლიო
ცნობილი ბრენდი "მოტოროლა“ უახლოეს ხანებში მსოფლიო ბაზრიდან გაქრება. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "მოტოროლას“ სიმბოლო მობილური ტელეფონების კორპუსზე აღარ იქნება. თუმცა, კომპანია არსებობს ახალი ბრენდის სახელით გააგრძელებს, რომელსაც Moto by Lenovo დაერქმევა. "თანდანათობით "მოტოროლას" "მოტოთი" ჩავანაცვლებთ და ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ ყურადღებას“, - აცხადებენ კომპანიაში.
 
კომპანია ''მოტოროლა“ 1973 წელს დაფუძნდა, 2 000-იან წლებში ბრენდმა პოპულარობის პიკს მიაღწია. 2012 წელს Google-მა „მოტოროლა“ 12,5 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა, რამდენიმე წელიწადში კი ინტერნეტ გიგანტმა "მოტოროლა" "ლენოვოს“, 2,9 მილიარდ დოლარად მიყიდა.
უკან დაბრუნება
342ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი