ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.12.2015 | 13:34

"მთის კანონის ამოცანა მაღალმთიან დასახლებებში უპერსპექტივობის განცდის დამარცხებაა"

კატეგორია: კანონმდებლობა
"მაღალმთიანი რეგიონების განსაკუთრებულ პირობებში ჩაყენება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული", - აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შარგელაშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთის კანონის მიღებას პოლიტიკურად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
 
"მთლიანი ამოცანაა იმ უპერსპექტივობის განცდის დამარცხება, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში არსებობს. შესაბამისად, ეს ვერ იქნება მხოლოდ ერთი ან ორი ნაბიჯი. ეს არის კოპმპლექსურ ნაბიჯთა ერთობლიობა. ერთის მხრივ, ეს სოციალური ფონის გაუმჯობესებაა, მეორე - სტიმულირების ფორმები საგადასახადო შღავათების სახით, რომელიც კანონშია მოცემულია. კანონის მიზანია, საერთო განვითარებული ეკონომიკის და ადგილზე ოპტიმისტური განწყობის შექმნა. ჩვენი ამოცანა, რომ იქ მდგომარეობა ყოველწლიურად გაუმჯობესდეს", - განაცხადა შერგელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი 1600-მდე დასახლებაში სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. კანონის ამოქმედება მომავალი წლის 1 იანვრიდან იგეგმება.
უკან დაბრუნება
350ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი