შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.01.2016 | 12:44

"ნავთობის ფასის ვარდა არ ნიშნავს, პირდაპირპროპორციულად ნავთობპროდუქტების ფასის ვარდნას"

კატეგორია: ბიზნესი
"ნავთობის ფასის ვარდა არ ნიშნავს, პირდაპირპროპორციულად ნავთობპროდუქტების ფასის ვარდნას", - აღნიშნულის შესახებ, კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, ნავთობის ფასი ერთ წელში 45 პროცენტით შემცირდა, თუმცა ნავთობპროდუქტებზე ფასის კლება გაცილებით ნაკლები, - დაახლოებით 20 პროცენტია.
 
"2015 წლის 1 იანვრიდან, 2016 წლის 1 იანვრამდე, ნავთობის ფასები მართლაც შემცირებულა 45 პროცენტით, მაგრამ თვითონ პროდუქტის შემცირება არის მხოლოდ 20 პროცენტით. თუ ჩვენ საცალო ქსელში ფასებს ავიღებთ დოლარში დაახლოებით 31 პროცენტით არის ფასები შემცირებული. საქართველოში ჯერ არ შემოსულა პროდუქტი, რომელიც იანვარში დაბალი ფასით იქნა მიღებული. მაგრამ თვის მეორე ნახევარში ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება ამ ტრენდის ასახვა.

ნავთობის ფასის ვარდა არ ნიშნავს, პირდაპირპროპორციულად ნავთობპროდუქტების ფასის ვარდნას. საქართველოში იმპორტიორი კომპანიის ამოსავალი არა ნავთობის ფასი, არამედ პლაცის მონაცემებია, რომელიც ნავთობთან შედარებით თითქმის ნახევრით არის შემცირებული.

ნავთობი ეს არის ცალკე კომპონენტი და ნავთობპროდუქტი არის მხოლოდ 20 პროცენტით შემცირებული", - განაცხადა ხორავამ.
უკან დაბრუნება
1058ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი