შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2016 | 22:15

"ორი წელია "გაზპრომი" კატეგორიულად ითხოვს, რომ ფულად ანაზღაურებაზე გადავიდეთ"

კატეგორია: ეკონომიკა
„ბოლო ორი წლის განმავლობაში "გაზპრომის" მხრიდან არის კატეგორიული მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე და არა ნედლეულით ანაზღაურებაზე, როგორც ეს დღეს არის“, - აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში განაცხადა.
 
"გაზპრომთან ურთიერთობები დაახლოებით 2003 წლიდან მიმდინარეობს. ყოველწლიურად ხდება ამ ხელშეკრულებების გადახედვა და თავიდან გაფორმება. ყოველ წელს სამუშაო ჯგუფს უწევდა ამ ხელშეკრულებების გაგრძელება, მაგრამ პირობები ფაქტიურად იგივე რჩებოდა, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში "გაზპრომის“ მხრიდან არის კატეგორიული მოთხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე და არა ნედლეულით ანაზღაურებაზე, როგორც ეს დღეს არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა რამოდენიმე შეხვედრა, თუმცა რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საუბარია ერთ წლიან ხელშეკრულებაზე, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა, რომ კვლავ მოხდეს ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. მე როგორც ენერგეტიკის მინისტრს მსურს მივიღო იგივე „ბენეფიტი“, რასაც ნედლეულის შემთხვევაში ვიღებდი", - განაცხადა მინისტრმა.
უკან დაბრუნება
329ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი