სამშ, 21 თებერვალი
სამშ, 21 თებერვალი
ახალი ამბები:
ENG
05.01.2017 | 17:59

"პრეზიდენტი იზიარებს განათლების რეფორმის აუცილებლობას, თუმცა მიაჩნია, რომ რეფორმა კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში უნდა გატარდეს"

კატეგორია: განათლება
"პრეზიდენტი იზიარებს განათლების რეფორმის აუცილებლობას, თუმცა მიაჩნია, რომ რეფორმა კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში უნდა გატარდეს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და განათლების რეფორმის შესახებ გააკეთა.

მისი განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მთელ რიგ ცვლილებებს ზოგადი განათლების სისტემაში.

"მანამდეც და ახლაც აღვნიშნავთ - მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა უნდა გატარდეს ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში. ეს სულისკვეთება კი, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და ბავშვები თანასწორნი არიან კანონის წინაშე და რომ ხარისხიანი განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე” - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, როგორ ჩამოყალიბდება განათლების პოლიტიკის გარკვეული წახნაგები ეს განათლების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის პრეროგატივას განეკუთვნება.

"ჩვენ აღვნიშნეთ ამ პროცესის დასაწყისში და მომავალშიც გავამახვილებთ იმაზე ყურადღებას, რომ განათლების პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს ძირითდ კონსტიტუციურ ფასეულობებს - ეს არის თანასწორობა, რათა ყველა ბავშვს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ხელი მიუწვდებოდეს ხარისხიან განათლებაზე”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
უკან დაბრუნება
182ნახვა
"პრეზიდენტი იზიარებს განათლების რეფორმის აუცილებლობას, თუმცა მიაჩნია, რომ რეფორმა კონსტიტუციის სულისკვეთების ფარგლებში უნდა გატარდეს"
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი