კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
26.01.2016 | 19:15

"ქადაგიძე ადეიშვილის ყველა ბინძურ დავალებას ასრულებდა, სხვა დამსახურება მას არ აქვს"

კატეგორია: ეკონომიკა
"ქადაგიძე ადეიშვილის ყველა ბინძურ დავალებას ასრულებდა, სხვა დამსახურება მას არ აქვს", - ასეთი შეფასება მისცა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, თამაზ მეჭიაურმა გიორგი ქადაგიძის დღევანდელ განცხადებას, სებ-ის ანგარიშის მოსმენასთან დაკავშირებით. მეჭიაური "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მოსმენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ბიურო იღებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, მოსმენა ერთხელ ქადაგიძის ინიციატივით, მეორედ კი ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო.
 
"მას არაფერი დამსახერება ქვეყნის წინაშე არ აქვს და არც ხალხს აურჩევია. გარდა იმისა რომ ადეიშვილის ყველა ბინძურ დავალებას ასრულებდა, სხვა არაფერი დამსახურება მას არ აქვს.

რაც შეეხება ანგარიშს, - მას ეროვნული ბანკი აბარებს პარლამენტს და არა ქადაგიძე მეჭიაურს. ქადაგიძე ანგარიშს აბარებს ადეიშვილს და წავა და ჩააბარებს კიდეც. რაც შეეხება იმას თუ ვინ უნდა ჩააბაროს პარლამენტს ეროვნული ბანკის ანგარიში, ამას გადაწყვეტს ბიურო და არა ადეიშვილი.

მოსმენა ერთხელ მისი თხოვნითვე გადაიდო. თუ ვინმეს საყვედურობს, რომ დროულად არ მოხდა მისი მოსმენის განხილვა, პირველ რიგში თავის თავს უნდა უსაყვედუროს, შემდეგ კი მის გუნდს საპარლამენტო ოპოზიციის სახით, რომლებმაც არ გაიარეს რეგისტრაცია, არ შედგა ქვორუმი და შესაბამისად ვერ მოხდა განხილვა.

მიუხედავად მისი ცინიკური გამოხტომებისა, მე ის ახლა არ დამიდანაშაულებია ლარის გაუფასურებაში. ჩვენს ვალუტაზე მეზობელ და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული სიტუაცია აისახა", - განაცხადა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ის ანგარიშს აბარებს ქართველ ხალხს და არა ტყემალაძეს და მეჭიაურს.
უკან დაბრუნება
304ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი