შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.11.2015 | 14:14

"რიგით აუდიტორს მინისტრებზე და მის მოადგილეებზე უფრო მაღალი ხელფასი აქვს და ეს ძალიან სწორი მიდგომაა"

კატეგორია: ეკონომიკა
ინტერვიუ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძესთან. 

- რატომ ხდება ინტერპრეტირება და რატომ არ მოგვარდა პრემიებისა და დანამატების საკითხი, თუნდაც პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემის შემდგომ?

- ამ აქტის გამოცემს მთავარი მიზანი იყო ის, რომ არ მომხდარიყო რომელიმე მაღალი თანამდებობის პირების მიერ საკუთარ თავზე შეუზღუდავად პრემიების და დანამატების გამოწერა. ამ აქტმა დაარეგულირა ის თემა, რომ თვითონ თუ ზემდგომ ხელმძღვანმელს არ შეუთანხმდა ვერავინ თავის თავზე პრემიის და დანამატის დაწესებას ვერ ახერხებს. ეს ნაწილი დარეგულირდა. თუმცა, ამ აქტის განხილვის დროს თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ არავინ არ აპირებს ამ აქტის მიღების შემდგომ რიგით თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება შეუმცირდეთ.

- განვმარტოთ, რანგირება გავაკეთოთ უმაღლესი თანამდებობის პირებში ვის გულისხმობთ - მხოლოოდ მინისტრებს და მათ მოადგილეებს, თუ დეპარტამენტების ხელმძღვანელებსაც?

- მაღალ თანამდებობის პირებში ვგულისხმობ როგორც მინისტრებს, ასევე მოადგილეებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და დაწესესბულებების ხელმძღვანელებს, რმლებიც წამყვან როლს ასრულებენ საჯარო სექტორში. მინდა კარგად განვმარტო და ავხსნა, რომ რეალურად მთავარი პრობლემა, რაც დგას დღეს პრემიებისა და დანამატების გაცემასთან დაკავშირებით, ეს არის არაადეკვატური სახელფასო ანაზღაურება საჯარო სექტორში. ძალიან კარგია და სწორად განხორციელდა თუნდაც იმავე აუდიტის სამსახურში ის, რომ აღარ ხდება პრემიების და დანამატების გაცემა, თუმცა საკმაოდ მოწესრიგდა იქ სახელფასო ანაზღაურება და რიგით აუდიტორს მინისტრებზე და მის მოადგილეებზე უფრო მაღალი ხელფასი აქვთ და ეს ძალიან კარგი და სწორი მიდგომაა და ეს უნდა განხორციელდეს მთელ საჯარო სექტორში და აუცილებლად უნდა იყოს შეზღუუდული, როგორც პრემიის ნაწილი, ასევე დანამატის ნაწილი. ამის გაკეთება სამას კაციან უწყებაში გაცილებით ადვილი და მარტივია, ვიდრე მთელი ქვეყნის მასშტაბით მთელს საჯარო სექტორში, რადგან ამას ხანგრძლივი პერიოდი ჭირდება. სწორედ ამიტომ საჯარო სამსახურის კანონმა ვალდებულება გააჩინა 2016 წელს მიღებულ იქნეს ახალი კანონი, რომელიც 2017 წლიდან მთლიანად დაარეგულირებს და მსგავსი თემა საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს.

- არ შეიძლებოდა ამ კანონის მიღების ვადების ჩამოწევა უფრო დაბლა, თუ ეს რას უკავშირდება?

- ეს საჯარო სექტორზეა გათვლილი, სადაც 100 000 ადამიანზე მეტია დასაქმებული და თუ 300კაციან რომელიმე უწყებაში მარტივად შეიძლება ეს დარეგულირდეს, სადაც 100 000 ადამიანი მუშაობს საკმაოდ რთულია. მაქსიმალურად შევეცადეთ და 2016 წლის განმავლობაში უნდა დარეგულირდეს.

- იმ მონაცემებს, რომელიც გენერალურმა აუდიტორმა წარმოადგინა გაეცანით თუ არა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თუ არა ის ციფრები, რაც მან პრეზენტაციაში ყველა უწყებზე წარმოადგინა?

- რა თქმა უნდა, გაცნობილი ვარ. აუდიტის სამსახურმა ოფიცილაურად წარადგინა ეს მონაცემები. პარლამენტის სხდომაზეც იყო გაჟღერებული, მაგრამ მანამდეც გავეცანი. არის ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა ძალან მარტივია ციფრებით ინტერპრეტირება, როდესაც პროცენტულ განსხვავებებს ვნახულბთ. კულტურის სამინისტროს მაგალითად მოვიყვან, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად იყო ამ კუთხით საუბარი. კულტურის სამინისტროს აპარატი, რომელიც მანამდეც იღებდა შრომის ანაზღაურებას სუბსიდიაში და დღესაც ჩვეულებრივად იღებს. აპარატში გაზრდილია დანამატის სახით თანხა, მაგრამ ჯამში შრომის ანაზღაურება ან დანამატის მცირედით შემცირებულია. ეს ნიშნავს, რომ ციფრები პროცენტულად გამოხატული შეიძლება იყოს, თუმცა თუ ლოგიკურად და სწორად მივყვებით, მხოლოდ პროცენტით არ დავწერთ და დავწერთ ნომინალურ ციფრებსაც ვის რამდენით გაეზარდა, ამ შემთხვევაში ვნახავთ, რომ ამ კუთხით დიდი სხვაობა ნამდვილად არ გვაქვს. ზოგიერთ შემთხვევაში ჯამური მოცულობა შემცირებულია, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია გაზრდილიც იყოს. პროცენტებში გამოსახული ყოველთვის ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.
უკან დაბრუნება
148ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი