ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
08.12.2015 | 12:07

"როდესაც გოდერძის კურორტზე კარგი გზა იქნება, ტურისტების რაოდენობა ერთი ათად გაიზრდება"

კატეგორია: ბიზნესი
მთიან აჭარაში სამთო-სათხილამურო კურორტი გაიხსნა. გოდერძის სათხილამურო კურორტის გახსნაზე გადაცემა "საქმიან დილაში" მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი, სანდრო ონოფრიშვილი საუბრობს.
 
- თუ არის გათვლილი დაახლოებით, რამდენ ტურისტს ველოდებით და კურორტის განახლებას რამდენი ხანი დაჭირდება?

- გამიკვირდა, რომ უკვე გუშინ კურორტზე საკმაოდ რაოდენობის უცხოელი ტურისტი იყო. ვნახოთ დღეს კიდევ როგორი ტენდენცია იქნება. დეკემბრის ბოლოსკენ ვიცი, რომ სასტუმროები და კოტეჯები სრულად დაჯავშნილია. ვფიქრობთ, რომ აჭარის ტურიზმის ადმინისტრაცია ძალიან კარგ პიარ კამპანიას იწყებს და ვიზიტორების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. მთელი აჭარა ამ კურორტზე დაისვენებს.

- არის გათვლა იმაზე, რომ ბათუმში ჩავიდეს ტურისტი და შაბათ-კვირას გოდერძის კურორტზე ისრიალოს?

- აქ არის გზის მომენტი, რომელიც ეხამუშებათ ვიზიტორებს და ეს საკითხიც, რომ დალაგდება, პრობლემა აუცილებლად მოიხსნება. არის ადიგენის გზაც, რომლის რეაბილიტაციაც 2016 წელს დაიწყება. როდესაც კარგი გზა იქნება, ტურისტების რაოდენობა ერთი ათად გაიზრდება.

- ცნობილია, რომ ყველაზე კარგი თოვლი სასრიალოდ დღეს სწორედ გოდერძიზეა...

- გააჩნია, ხელოვნური გათოვლიანება ბაკურიანშიც დავიწყეთ და კურორტს 13-ში გავხსნით. გუდაურში დღეს დაიწყება, მაგრამ ბუნებრივი და მაღალი კლასის თოვლი ამ წუთას გოდერძიზეა.

- კარგია, რომ კურორტი უნიკალურია თავისი ლანდშაფტით...

- ბუნება ულამაზესია, ტყე არის, სხვადასხვა კომპონენტებია, მშრალი და ხარისხიანი თოვლია. სახლები, რომლებიც აჭარლების საზაფხულო ვილებია იქ სრიალს სხვა ხიბლს აძლევს. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი ყველა უცხოელი ტურისტის გულს მოიგებს, იმიტომ რომ ასეთი ადგილი ამ წუთას მსოფლიოში არ არსებობს. პროფესიონალებმაც აღნიშნეს, რომ უნიკალური ადგილია. ბათუმში როდესაც ჩამოფრინდება სტუმარი, ის სამი საათი, რომელიც უნდა გაიაროს კურორტამდე ღირებულია. კურორტის შესახებ სადაც შეგვეძლო ყველგან დავაანონსეთ, რომ დეკემბრის დასაწყისში იხსნებოდა. ამას ისევ განვავრცობთ. აგრეთვე ბიზნესმენების დაინტერესება მოხდება. პირველი ნაბიჯი ეს იქნება, რომ ჩვენ ბათუმში გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტის და მისი პოტენციალის პრეზენტაცია გავმართოთ, თუ რა შეიძლება მთავრობამ გააკეთოს. ადგილობრივ ბიზნესმენებთან გვექნება შეხვედრები და მთლიანად ამ პროდუქტს გავაცნობთ. ვფიარობ, რომ უკვე გაზაფხულისთვის ადგილობრივი ბიზნესმენები დაინტარესდებიან იმიტომ, რომ კარგი ასათვისებელია და რაც მთავარია, დიდი პოტენციალი აქვს.

- სხვა ზამთრის კურორტები როდის გაიხსნება?

- ცამეტში დიდველი და ბაკურიანი გაიხსნება. ოცდაშვიდში აუცილებლად გავხსნით კოხტას, რომელიც დააგვირგვინებს ჩვენი მთელი წლის ნამუშევარს. გუდაურზე ამ წუთში წყდება რომელი საბაგიროები გაიხსნება, სნოუბორდის საბაგირო ვიცით, რომ აუცილებლად გაიხსნება.
უკან დაბრუნება
211ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი