შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.01.2016 | 13:20

"საგადასახადო ლიბერალიზაცია კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ დეტალები, სადაც როგორც წესი ეშმაკები იმალება"

კატეგორია: ბიზნესი
„საგადასახადო ლიბერალიზაცია კარგია, თუმცა პროცესი უნდა იყოს დეტალიზებული“, - აღნიშნულის შესახებ კომპანია ნატახტარის კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა. მისი თქმით, გადასახადების ესტონურ მოდელთან დაკავშირებით ბიზნესს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
 
"როდესაც ინიციატივა ჟღერდება ჩვენ გვჭირდება, რომ ეს იყოს პროგნოზირებად გარემოში. ჩვენ აუცილებალდ უნდა ვიცოდეთ ის ვადები რა ვადებშიც ეს ცვლილება უნდა განხორციელდეს და ის დეტალები, სადაც როგორც წესი ეშმაკები იმალება. ესეთი ინფორმაცია ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გვქონდა. მე პირადად მქონდა მოლოდინი, რომ მთავრობამ ეს საკითხი მიივიწყა კიდეც. მივესალმებით ამ წინადადებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის დეტალები რა დეტალებზეც აგებული იქნება ცვლილება. მე არ ვიცი რა მოდელით იმუშავებს, მექნება თუ არა დეკლარირების ვალდებულება, - ესეთი დეტალები უნდა ვიცოდეთ.

სახელმწიფოს აქვს ცდუნება მოკლევადიან ფისკალურ ეფექტებზე ააგოს პოლიტიკა, რაც ჩვენს შემთხვევაშიც მოხა, როდესაც აქციზი გაგვიძვირეს და მთელი ინდუსტრია 2007 წლის მდგომარეობაზე დავბრუნდით. ჩვენ ერთად უნდა განვიზილოთ, რომ დეტალები არ გაიპაროს, რომელიც პრობლემებს შექმნის.

როდესაც კომპანია დიდ ინვესტიციას აკეთებს, მისი მოგებაზე გასვლა ხდება დაახლოებით 7-10 წლის შემდეგ, - დიდი კომპანიებისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ არის, თუმცა ეს არის კრიტიკული ფაქტორი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.
უკან დაბრუნება
272ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი