შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
17.12.2015 | 12:32

"სავალუტო ფონდის მთავარი თხოვნა და რეკომენდაცია ბიუჯეტის დეფიციტის 3%-იან ნიშნულზე შენარჩუნება იყო"

კატეგორია: ეკონომიკა
სავალუტო ფონდის მთავარი რეკომენდაცია ბიუჯეტის დეფიციტის 3 პროცენტზე შენარჩუნებაა, - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით პრიორიტეტად რცება სოციალური ხარჯები, თუმცა მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში მილიარდი ლარი იქნება მიმართული.

"გასული წლის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე იყო. ყველა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკაში, სამწუხაროდ არც თუ ისე სახარბიელო პროცესები იყო, რაც აისახა საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენ მოგვიწია მაკროეკონომიკური პარამეტრების გადახედვა.

სავალუტო ფონდი ნოემბრის მისია საკმაოდ წარმატებული იყო. მთავარი მაკროეკონომიკური თხოვნა და რეკომენდაცია ჩვენი კოლეგების მხრიდან იყო საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტის შენარჩუნება 3 პროცენტიან ნიშნულზე, ჩვენ ეს მოვახერხეთ და საქართველოს პარლამენტმა 11 დეკემბერს დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელშიც ეს რეკომენდაცია გათვალისწინებულია.

რაც შეეხება სოციალურ ხარჯებს, ეს არის ხარჯები, რომელიც ჩვენთვის არის პრიორიტეტული, - ეს არის მოსახლეობის ჯანდაცვაზე ზრუნვა, ეს არის მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე ზრუნვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვირჩევს, რომ სოციალური ხარჯების პარალელურად ჩვენ ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე და დაახლოებით მილიარდი მომავალ წელს იქნება ინფრასტურუქტურაზე დახარჯული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
უკან დაბრუნება
186ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი