შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.01.2016 | 17:45

"შეგვიმცირდა, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი, თუმცა შემცირება არის საკმაოდ ჯანსაღი"

კატეგორია: ეკონომიკა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი წლიურად ექსპორტის 23%-ით ხოლო იმპორტის 10%-ით შემცირებას ჯანსაღ პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ 2015 წელი მარტივი არ იყო. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შეგვიმცირდა, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი. თუმცა შემცირება არის საკმაოდ ჯანსაღი. შემცირება არის მოხმარების ნაწილში და არა კაპიტალური ინვესტიციების ნაწილში. დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები განხორციელდეს ინფრასტრუქტურაში, ახალ საწარმოებში, ფაბრიკებში. განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვანი პირველ რიგში მოხმარებაა, თუ რამდენ ფულს ხარჯავს თითოეული ადამიანი ეკონომიკაში. ჩვენ ჯერ ამ დონემდე მისული არ ვართ. ამიტომ ის მოვლენა რაც ჩვენს ეკონომიკაში მოხდა მიუთითებს მის სიჯანსაღეზე", - განაცხადა მინისტრმა. 
 
შეგახსნებთ, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9928 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2204 მლნ. აშშ დოლარი იყო ანუ 23 პროცენტით ნაკლები, ხოლო იმპორტი 7724 მლნ. აშშ დოლარი, რაც 10 პროცენტით ნაკლებია.
უკან დაბრუნება
248ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი