ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.01.2016 | 12:13

"შემოსავლების სამსახურმა ბიზნესისთვის ხელის შეშლა და ანგარიშების გაყინვა უნდა შეწყვიტოს"

კატეგორია: ბიზნესი
"შემოსავლების სამსახურმა ანგარიშების გაყინვა და ბიზნესისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა უნდა შეწყვიტოს", - აღნიშნულის შესახებ, ICC საქართველოს პრეზიდენტმა ფადი ასლიმ პრემიერთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნა ბოლო სამი წლის ყველაზე პოზიტიური მოვლენაა. როგორც ასლიმ აღნიშნა შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურთან და სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრებს.
 
"ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ პირველად გვაქვს შეგრძნება, რომ მოვლენები სწორად ვითარდება პრემიერად კვირიკაშვილის დანიშვნით. დღეს მოვუსმენთ და განვიხილავთ ძირითად პრობლემებს, რომლებიც შემოსავლების სამსახურსა და სასამართლოს უკავშირდება და ბიზნესს პრობლემებს უქმნის. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა შემოსავლების სამსახურმა ანგარიშების გაყინვა და ბიზნესისთვის საქმიანობის ხელის შეშლა შეწყვიტოს. სანამ შემოსავლების სამსახური ხელს შეუშლის ბიზნესს საქმიანობაში, იქამდე ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება დაბალ ნიშნულზე იქნება, მიუხედავად იმისა, თუ როგორი პოლიტიკა გატარდება ქვეყანაში”, - განაცხადა ფადი ასლიმ.

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის რანგში ბიზნესთან დღეს პირველ შეხვედრას მართავს.
უკან დაბრუნება
392ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი