ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
22.12.2015 | 10:01

"შესაძლებელია, რომ ელექტროენერგიის მეტად იმპორტიორი ქვეყნიდან კვლავ მეტად ექსპორტიორი გავხდეთ"

კატეგორია: ეკონომიკა
"2012 წლიდან საქართველო მეტად იმპორტიორი ქვეყანა გახდა. 2015 წელი კი იყო ის წელი, როდესაც მეტი ექსპორტიორის პოზიციას დავუბრუნდებით“, - აღნიშნულის შესახებ, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მელორავამ "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა. მელორავა აღნიშნავს, რომ წელს იმპორტსა და ექსპორტს შორის ბალანსს ახალი 230 მეგავატიანი თბოსადგურის დაარეგულირებს.
 
"შესაძლებელია, რომ მეტად იმპორტიორი ქვეყნიდან კვლავ მეტად ექსპორტიორი ქვეყანა გავხდეთ. მეტი იმპორტის, თუ ექსპორტის საკითხს ჰიდროგენერაცია განაპირობებს. თუ ჰიდროლოგია არის ცუდი ნიშნავს, რომ გენერაცია დაბალია და ეს შესაბამისად ამ სტატუსზე აისახება. გარდა ამისა, ქვეყანაში მოხმარება სტაბილურად იზრდება. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ 2014 წელსაც იყო. 2015 წელს განსაკუთრებით მკვეთრად გამოჩნდა, რომ გამანაწილებელი კომპანიების მოხმარების პიკი ზამთრის პერიდოიდან ზაფხულის პერიოდში გადადის. მაგალითად, აგვისტოს პერიოდში გაცილებით მაღალია იგივე "ენერგო პროს" არეალში, ვიდრე ეს ზამთრის პერიოდშია. თავისთავად ცხადია, რომ აგვისტოში მოხმარების ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ექსპორტის პოტენციალი მცირდება", - განმარტავს მელორავა.
უკან დაბრუნება
220ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი