ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.01.2016 | 10:54

"თუ აზერბაიჯანიდან შემოვა რუსული გაზი კარგი სუნი ასდის და თუ ჩვენით შემოვიტანთ ცუდია?"

კატეგორია: ეკონომიკა
"თუ აზერბაიჯანიდან შემოვა რუსული გაზი კარგი სუნი ასდის და თუ ჩვენით შემოვიტანთ ცუდია?", - აღნიშნულის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, თამაზ მეჭიაურმა "ბიზნესკონტაქტთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, თავად აზერბაიჯანი ყიდულობს გაზს "გაზპრომისგან" და მას ზამთრის პერიოდში საქართველოს სრული უზრუნველყოფა არ შეუძლია.
 
"მხოლოდ ერთ მომწოდებელზე არ უნდა ვიყოთ დამკიდებული, კონკურენცია უნდა არსებობდეს, ქვეყნის ინტერესი როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად უნდა იყოს დაცული. ასე რომ ვერ დავუჭერ მხარს მათ ვინც ცდილობს, რომ ჩაგვხსნას რუსეთიდან და მხოლოდ აზერბაიჯანულს მიგვაბას. ჩვენი ძირითადი მომწოდებელი მაინც აზერბაიჯანია.

თუ გვექნება რამდენიმე წყარო და იქნება უკეთესი პირობა ეს ხელს შეგვიწყობს. თუ მაინცდამაინც აზერბაიჯანის გავლით უნდა შემოვიდეს რუსული გაზი? თუ შემოვა პირდაპირ ეს თავისთავად უფრო იაფი იქნება.

აზერბაიჯანს არ აქვს ტერიტორიული პრეტენზიები ვინმესთან? - ან იგივე რუსეთის პარტნიორებთან არ აქვს? - აქვს. ესეგი თუ იქიდან შემოვა რუსული გაზი უფრო ძვირად, კარგი სუნი უდის და თუ ჩვენ თვითონ შემოვიტანთ, ცუდია? ამას პოლიტიკური მდგენელი აქვს, სურთ რომ პირდაპირ დაგვაპირისპირონ რუსეთთან. შექმნან ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ხალხს ჩვენს წინააღმდეგ განაწყობს", - განაცხადა მეჭიაურმა.
 
უკან დაბრუნება
616ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი