შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
13.01.2016 | 13:07

"თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება, დავბრუნდებით იმ დროში, როდესაც ნავთის რიგებში ვიდექით"

კატეგორია: ეკონომიკა
"თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, ჩვენ ძალიან მალე, 1-2 წელიწადში დავბრუნდებით იმ დროში, როდესაც ყველანი ვიდექით ნავთის რიგებში“, - აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა.
 
"დაუჯერებელია, ის რასაც ამბობს ხელისუფლება. ყველაზე მინიმალური ტარიფი, რა ფასადაც 1000 კუბურ მეტრ გაზს ბატონი პუტინი თავისი "გაზპრომის" საშუალებით ყიდის მსოფლიოში არის 350 დოლარი. ვინ დავიჯერებთ იმას, რომ დღეს ისე შეუყვარდა რუსეთს საქართველო, რომ აზერბაიჯანზე დაბალ ფასად, ანუ 165 დოლარზე დაბალ ფასად მისცემს საქართველოს გაზს. ეს არის ის პირველი ნაბიჯი, რითიც რუსეთს უნდა რომ საქართველო გახდეს ენერგოდამოკიდებული რუსეთზე. მთელი მსოფლიო და ევროპა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთის გაზი აღარ შეიტანონ. რატომ მიისწრაფვის ამ დროს საქართველოს მთავრობა, რომ რუსული გაზი შემოიტანოს, - ეს ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს.

თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, ჩვენ ძალიან მალე, 1-2 წელიწადში დავბრუნდებით იმ დროში, როდესაც ყველანი ვიდექით ნავთის რიგებში“, - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.
უკან დაბრუნება
381ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი