შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
28.12.2015 | 12:59

"ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა პრიორიტეტი, რომელიც საარჩევნოდ იყო გამოცხადებული შესრულდეს"

კატეგორია: ეკონომიკა
"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ბიზნესგარემო იყოს უფრო უკეთესი საქართველოში", - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გაგრძელდება ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც საარჩევნოდ იყო გამოცხადებული.
 
"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ბიზნესგარემო იყოს უფრო უკეთესი საქართველოში, ფისკალური ინსტიტუტები მუშაობდნენ გამართულად, გაგრძელდეს ბიუჯეტის გამჭირვალედ ხარჯვა და ჩვენი პრიორიტეტები, რომელიც საარჩევნოდ იყო გაცხადებული, შესრულდეს“, - განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ მინისტრობის კანდიდატებს დღეს პარლამენტში გაერთიანებულ კომიტეტებზე მოუსმენენ.
უკან დაბრუნება
188ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი