შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
04.12.2015 | 12:14

"ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზების მოძიებაა"

კატეგორია: ეკონომიკა
ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა. ენერგეტიკული ქარტიის წევრების მორიგი შეხვედრა წელს თბილისში ტარდება და მასზე რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხები, ასევე სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების თემები განიხილება.
 
პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება, დღითი დღე იზრდება ენერგეტიკულ რესურსებზე მოთხოვნა.

"ამ ვითარებაში დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძიება. ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა კი შეუძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების გარეშე," - განაცხადა პრემიერმა.
უკან დაბრუნება
249ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი