კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
04.11.2015 | 15:21

ქუთაისთან მისასვლელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ავტორი: ბიზნესკონტაქტი
კატეგორია: ეკონომიკა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 4,3 კმ-იანი მონაკვეთის (კმ.224-კმ.228) რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი სოფ. ნახშირღელესთან იწყება და ქ. ქუთაისის შესასვლელთან მთავრდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო მონაკვეთი მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა და მისი რეაბილიტაცია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, ზოგადად, გზის მომხმარებლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობამდე, ეს მონაკვეთი ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის ნაწილი იყო, სადაც საერთაშორისო მიმოსვლა (გარდა სატრანზიტო მიმოსვლისა) ამჟამადაც ხორციელდება. ამასთანავე, გზა მჭიდროდ დასახლებულ სოფლებს: ჭოგნარსა და კვახჭირს ქალაქ ქუთაისთან აკავშირებს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, განხორციელდა: გზის სავალი ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგების; ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ტროტუარების, საგზაო ნიშნებისა და მიმმართველი ბოძკინტების მოწყობის; გზის ჰორიზონტალური მონიშვნისა და ქ. ქუთაისის შესასვლელში მდებარე ხიდზე სავალი ნაწილის განახლების სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 მილიონ 143 ათას 900 ლარი შეადგინა.
უკან დაბრუნება
167ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი