ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 11:17

რა უნდა ვიცოდეთ ონლაინ შოპინგის დროს

კატეგორია: საფინანსო სექტორი
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ავეჯის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის თუ სხვა ნივთების შესაძენად ინტერნეტს იყენებს. არსებობს სპეციალური ვებ-გვერდები საიდანაც შესაძლებელია ყველა იმ ნივთის გამოწერა რომელიც გჭირდებათ. ინტერნეტში ვაჭრობას „ონლაინ შოპინგს“ უწოდებენ. სანამ ინტერნეტში რამეს შეიძენთ, აუცილებელია გქონდეთ პლასტიკური ბარათი (სადებეტო ან საკრედიტო), რომელზეც განთავსებული იქნება შესაბამისი თანხა. კომერციულ ბანკში განაცხადის საფუძველზე დამზადდება კონკრეტული მომხმარებლისთვის განკუთვნილი პლასტიკურ ბარათი, რომელიც შესაძლოა ვიზა, მასტერქარდიან სხვა სისტემის იყოს. თითოეული ბარათი შეიძლება იყოს მრავალვალუტიანი ან ერთვალუტიანი. გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გადასახდელია, როგორც ბარათის წლიური მომსახურების, ასევე ანგარიშის მომსახურების საკომისიოც.
 
უსაფრთხო ინტერნეტ შოპინგისთვის სასურველია შემდეგი რჩევები გაითვალისწინოთ:

• ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდი უნდა იყოს ცნობადი და დაცული.

• უმჯობესია ონლაინ შოპინგისთვის ცალკე პლასტიკური ბარათის გამოყენება.

• სასურველია თანხა განათავსოთ იმ ვალუტაში, რომელშიც ხდება ანგარიშსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კურსთა შორის სხვაობა დამატებითი ხარჯი იქნება.

• უმჯობესია დააზღვიოთ პლასტიკური ბარათი. ამ მომსახურებას კი რამდენიმე ბანკი გვთავაზობს. არსებობს ისეთი ტიპის უფასო საბანკო პროდუქტი, რომლის გააქტიურების შემთხვევაში მომხმარებელი ვერ შეიძენს ნივთს, სანამ მის მობილურ ტელეფონზე სმს-ის სახით მოსული უსაფრთხოების კოდი არ გააქტიურდება ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე. კომერციული ბანკები დამატებითი გვთავაზობენ ფასიან მომსახურებასაც, რომელიც გულისხმობს გარკვეული თანხის ფარგლებში ჰაკერული შემთხვევების გამოძიებას და ზიანის ანაზღაურებას.

• თუ ონლაინ მაღაზია პლასტიკური ბარათიდან ჩამოგაჭრით იმ თანხას, რომლის შესაბამისი პროდუქტიც არ შეგიძენიათ, პირველ რიგში უნდა დაბლოკოთ ბარათი და შესაბამისი განცხადება კომერციულ ბანკში დაწეროთ.

ანა ბეროშვილი
უკან დაბრუნება
817ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი