ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
25.12.2015 | 23:04

რატომ არ შემოუშვეს "UAE bank"-ის დუბაის მენეჯერი საქართველოში - "მითხრეს, რომ ჩემი რელიგია არ იყო მიზეზი"

კატეგორია: ეკონომიკა
არაბეთის გაერთიანებული საემიროების, დუბაის ბანკის (UAE bank in Dubai) HR მენეჯერი ფაიზან ჰასანი, ცოლთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად, საქართველოში ზამთრის არდადაგების გასატარებლად 18 დეკემბერს გამოემგზავრა, მაგრამ თბილისის აეროპორტში მას ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. როგორც გამოცემა gulfnews.com იუწყება ოჯახი Fly dubai-ის თვითმფრინავით მოფრინავდა. ფაიზან ჰასანის თქმით, მათ თბილისში პასპორტის შემოწმება ვერ გაიარეს და უკან დუბაიში გადააფრინეს. კონკრეტული მიზეზები მათთვის უცნობი დარჩა, როგორც ჰასანმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა თბილისის აეროპორტში მას და მის ოჯახს უხეშად მოექცნენ. შედეგად ბანკის HR-მა საქართველოში შეუმდგარი ტურისთვის 3250 დოლარი დაკარგა.

"არ ვარ გაბრაზებული იმის გამო, რომ საზღვარზე არ შემიშვეს და დაჯავშნილი ტური გამიუქმდა, ეს საქართველოს გადასაწყვეტია, - გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ არ ამიხსნეს, თუ რატომ მივიღეთ მე და ჩემმა ოჯახმა უარი. ისე მოგვექცნენ, როგორც კრიმინალებს. როდესაც ჩემმა შვილმა ტირილი დაიწყო პოლიციამ გვითხრა, რომ დრამა არ დაგვედგა, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ფრენამდე, რომელიც დუბაის მიმართულებით იყო "სპეციალურ ოთახში“ მოგვათავსებდნენ. ოფიციალურმა პირებმა არც ჩემი პასპორტი ნახეს, არც ბილეთები და არც სასტუმროს ჯავშანი“, - ამბობს ფაიზან ჰასანი.

როგორც გამოცემას ქუვეითში საქართველოს საელჩოში განუცხადეს საზღვრის გადაკვეთაზე უარი დასაბუთებული იყო. ფაიზან ჰასანმა დუბაიში დაბრუნების შემდეგ საჩივრის წერილი გაუგზავნა, როგორც საქართველოს საგარეო უწყებას, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. საგარეო უწყებიდან მას პასუხი არ მიუღია, ხოლო ტურიზმის ადმინისტრაციაში კი განუცხადეს რომ პრობლემა რომელიმე დოკუმენტის გამო შეიქმნებოდა და ფაქტი მის რელიგიას არ უკავშირდებოდა.

გამოცემის ცნობით, ბოლო თვეებში ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ, მიუხედავად იმისა რომ საემიროების მოქალაქეებს საქართველოში ვიზით 90 დღით დარჩენის უფლება აქვთ. არაბული გამოცემა წერს, რომ 18 დეკემბერს კიდევ 3 ოჯახს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე, რომლებიც წარმოშობით სირიიდან და პაკისტანიდან იყვნენ.
უკან დაბრუნება
2463ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი