კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
13.01.2016 | 12:54

რეცესიის გამო ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში კარნავალი არ გაიმართება

კატეგორია: მსოფლიო
რეცესიის გამო ბრაზილიის რამდენიმე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში კარნავალი არ გაიმართება. Financial Times-ის ცნობით, ქვეყანა 1930-იანი წლების შემდეგ ყველაზე ღრმა რეცესიას ელის.
 
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრადიციულ 5 დღიან კარნავალზე ბრაზილიას უარი არ უთქვმას 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც კი.

კარნავალი ბრაზილიის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. გასულ წელს ამ პერიოდში, მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროში 1 მლნ ტურისტი ჩავიდა. კარნავალის მთავარი ნაწილია ოფიციალური მსვლელობა, რომელსაც სამბას სკოლები ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე აწყობენ. ქალაქი კამპინასი (3 მლნ მოსახლით) ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, სადაც წელს ტრადიციული აღლუმი არ გაიმართება. მიზეზი თანხების არარსებობაა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში კარნავალი არ გაიმართება პორტ-ფერეირაშიც. ქალაქის მერის თქმით, ამით დაიზოგება 120 ათასი ბრაზილიური რეალი, რაც მოხმარდება სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილების შეძენას. კარნავალი არ გაიმართება არც მაკაპასა და ლავრას-დუ-სულში. აღსანიშნავია, რომ შარშან ბრაზილიის ეკონომიკა წინასწარი გათვლებით, 3,7%-ით შემცირდა, 2016 წელს კი კიდევ 2,99% -ით ვარდნაა მოსალოდნელი.
უკან დაბრუნება
453ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი