შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.01.2016 | 17:42

რომან გოცირიძე: აზერბაიჯანმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა არასწორი პოლიტიკის გატარებით

კატეგორია: ეკონომიკა
"აზერბაიჯანმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა არასწორი პოლიტიკის გატარებით", - აღნიშნულის შესახებ რომან გოცირიძემ აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისის თემის კომენტირებისას განაცხადა. ექსპერტი ამბობს, რომ ექსპერტების ჯგუფს საქართველოში სწორედ აზერბაიჯანული მოდელის გადმოტანა სურდათ, რაც მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკას ჩამოშლიდა.
 
"აზერბაიჯანმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა არასწორი პოლიტიკის გატარებით. ეს არის კლასიკური ნიმუში ქვეყნის ადმინისტრაციული მართვის, როდესაც არსებობს ილუზია და ცრურწმენა რომ ძალისმიერი მეთოდებით შესაძლებელია საბაზრო ურთიერთობების დარეგულირიბა.

უცნაური ის არის, რომ გამოაცხადეს, თითქოს გადადიან მცურავ გაცვლით კურსზე და სინამდვილეში მათ ეროვნული ბანკის გარდა აქვთ სხვა ფონდი და გუშინ 200 მილიონი გაყიდეს, გუშინწინ 300 მილიონი დოლარი. აზერბაიჯანმა ორ დღეში ნახევარი მილიარდი დოლარი გაყიდა, - ორჯერ იმაზე მეტი რაც საქართველომ მთელი წლის განმავლობაში.

საქართველოს მთავრობას, ე.წ. ექსპერტებს, რომელებიც ებრძოდა ეროვნულ ბანკს, საქართველოში აზერბაიჯანული მოდელი უნდოდათ. ამბობდნენ, რომ საქართველომ უნდა გააკეთოს ის რასაც აკეთებს აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი და ა.შ. იყო მოწოდება, რომ გაგვეკეთებინა სომხურ-აზერბაიჯანული მოდელი და დღეს საქართველოს ექნებოდა ჩამოშლილი ეკონომიკა", - განაცხადა გოცირიძემ.
უკან დაბრუნება
333ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი