ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.01.2016 | 15:01

რომან გოცირიძე: ცუდია, რომ კურსი ეცემა, მაგრამ ეცემა ისე რომ ფულის მასა არ იზრდება

კატეგორია: ეკონომიკა
"ცუდია, რომ კურსი ეცემა, მაგრამ ეცემა ისე რომ ფულის მასა არ იზრდება", - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ, გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. მისი თქმით ქვეყანაში გაცილებით უფრო რთული პრობლემებია, რომელსაც ფუნდამენტური მოგვარება სჭირდება.
 
"ცუდია, რომ კურსი ეცემა, მაგრამ ეცემა ისე რომ ფულის მასა არ იზრდება. ეროვნულმა ბანკმა ფულის მიმოქცევა მაქსიმალურად შეზღუდა. რეალურად მისი კიდევ ერთი ჩარევაც და გადავდივართ უარყოფითში, - კურსის დევალვაცია და ინფლაციური პროცესები ხდება ფულის მასის ზრდის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში არის გაცილებით უფრო რთული პრობლემა, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ არითმეტიკული ფულის რეგულირება. ამას უკვე ფუნდამენტური მიხედვა უნდა.

სავალუტო კრიზისიდან გამოსასვლელად რაც გაცხადებული იყო რეალურად ვერ განხორციელდა. ძალიან გამარტივებული წარმოდგენა აქვთ ეკონომიკაზე. დღეს საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მოგების გაასახადის გაუქმება არ უხარია, მაგრამ არ არის ეს კარგი", - განაცხადა გოცირიძემ.
უკან დაბრუნება
393ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი