შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
01.12.2015 | 14:52

რომან გოცირიძე: საფინანსო ზედამხედველობა, კვლავ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდება

კატეგორია: ეკონომიკა, საფინანსო სექტორი
რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იმ სახით, რა სახითაც ჩამოყალიბდა, მუშაობას ვერ გააგრძელებს. როგორც გოცირიძემ გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა, აღნიშნული სამსახური კვლავ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დაბრუნდება. 
 
“ადრევე აღვნიშნე, რომ ამ კანონს სიცოცხლე არ უწერია და ნახეთ, რომ საკონსტუტიციო სასამართლომ მართლაც გააჩერა მისი მოქმედება და ეს კანონი ამ ფორმით ვერასდროს იმუშავებს. ეს თემა დამთავრებულია, საკონსტუტიციო სასამართლომ რომც არ გააუქმოს მთლიანად. ეს სამსახური კვლავ დაბრუნდება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. ეს იქნება ძველი ფორმით, თუ საბჭოში ეროვნული ბანკის წარმომადგენლები იქნებიან უფრო მეტი, ვიდრე სხვები და შემდეგ უკვე ეროვნულ ბანკს ადმინისტრაციულად, ირიბად, თუ პირდაპირ დაემორჩილება ზედამხედველობის სამსახური, - ეს ცალსახად ნათელია.

საბჭოს ფორმირება არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია ამ საბჭოზე ეროვნული ბანკი ზემოქმედებას როგორ მოახდენს. მთავარი ამოცანაა იქნება თუ არა ზედამხედველობის სამსახური ანგარიშვალდებული ეროვნული ბანკის წინაშე. მე გეუბნებით, რომ იქნება. დამთავრდა ეს კანონი, ისტორიას ჩაბარდა. იცით, რომ ოთხმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კოლექტიური წერილი მისწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდმარეს და მთავრობას. ერთი შეხედვით, მთავრობა არ დაემორჩილა, - სინამდვილეში ისინი შიშით კანკალებდნენ, იმის გამო, რომ სავალუტო ფონდისა და ამ ორგანიზაციების მიერ ჯერ მიმოხილვა არ დამთავრებულა. სავალუტო ფონდის იმ 155 მილიონიანი კრედიტის ათვისების შესახებ, მიმოხილვას სამი მხარე აწერს ხელს, ესენია: სავალუტო ფონდი, ეროვნული ბანკი და მთავრობა. მთავრობის მხრიდან დღემდე არ არის ხელი მოწერილი. მთავრობა ხელს იმის გამო არ აწერს, რომ არ უნდოდა საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დაბრუნება. მთავრობამ კაპიტულაცია განიცადა. თუ კი საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მწვანე შუქი ანთებული არ იქნებოდა, 1,1 მილიარდი კრედიტები, რომელიც ჩადებული იყო ჩვენს წლევანდელ ბიუჯეტში და უამრავი გრანტი, მათ შორის ევროკავშირის გრანტი, რომელიც უკვე შეჩერებულია და აგვიანებს,  ქვეყანაში არ შემოვიდოდა", - განაცხადა გოცირიძემ. 
 
უკან დაბრუნება
279ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი