შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
25.12.2015 | 11:27

Royal Bank of Scotland: ნავთობის ფასი შესაძლოა 16 დოლარამდე დაეცეს

კატეგორია: მსოფლიო
ნავთობის ფასი შესაძლოა უკვე 2016 წელს, 16 დოლარამდე დაეცეს, - აცხადებს Royal Bank of Scotland-ი. ბანკის გათვლებით ამისათვის ყველა ფაქტორი არსებობს: მოთხოვნის ვარდნა, მიწოდების სიჭარბე და ანომალიურად თბილი ზამთარი. Royal Bank of Scotland-ის მთავარი ეკონომისტი ენდრიუ რობერტსი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკურად 2016 წელი 2015-თან შედარებით უფრო ცუდი იქნება.

"მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც დაფიქსირდა 2015 წელს - ვალის მაღალი მოცულობა, შემცირებული ვაჭრობა, აშშ-ს მიერ გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და დაკრედიტების გლობალური ზრდის ტემპის შემცირება - მომავალ წელს მხოლოდ გააძლიერებს საკუთარ გავლენას ეკონომიკაზე, - აღნიშნავს ის და აცხადებს, რომ მთავარი ნეგატიური სიურპრიზი იქნება ნავთობის ფასი, რომელიც ჯერ 26 დოლარამდე, შემდეგ კი 16 აშშ დოლარამდე დაეცემა. ექსპერტი ურჩევს მსოფლიოს არ დაავიწყდეთ, რომ სულ უფრო აქტუალურია მიზეზები, რაც ნავთობის ფასზე ახდენს ზეწოლას. „მსოფლიოში უკვე სწრაფად ვითარდება ახალი ტექნოლოგიები, მაგალითად ელექტრომობილები, რომლებმაც პოპულარობა შეიძლება 2016 წლიდან მოიპოვოს, ნავთობი კი, ძველი სამყაროს ნაწილია“, - წერს რობერტსი. ის ხაზს უსვამს ავტომწარმოებლების მისწრაფებას, რომ ნავთობპროდუქტებზე მომუშავე ძრავების ჩანაცვლება წყალბადის ძრავებით, ან ელექტროძრავებით მოახდინონ. ასევე ყველას ურჩევს არ დაივიწყონ მზის ენერგიის - "სუფთა, უსაზღვრო და იაფი ენერგოსაშუალება".
უკან დაბრუნება
280ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი