კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.01.2016 | 16:25

რუსეთი უკრაინას ვალის გადაუხდელობის გამო საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს

კატეგორია: მსოფლიო
რუსეთი უკრაინას ვალის გადაუხდელობის გამო იანვრის ბოლოს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს.
 
“უკარინის ვალთან დაკავშირებით სარჩელის შეტანა საერთაშორისო სასამართლოში იანვრის ბოლოსთვის იგეგმება“-განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.

2015 წლის 31 დეკემბერს რუსეთმა საჩივრით დიდი ბრიტანეთის სასამართლოს მიმართა, იმის გამო რომ უკრაინამ ვალი სრულად ვერ დაფარა, რომლის მოცულობაც 3.075 მილიარდი დოლარია.

2015 წლის 18 დეკემბერს უკრაინის ხელისუფლებამ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს 3 მილიარდ დოლარად შეძენილ ევროობლიგაციებზე მორატორიუმი გამოაცხადა.

2015 ელის ნოემბერში უკრაინის ხელისუფლებამ წარმატებით დაასრულა გარიგება ვალის რესტრუქტურიზაციაზე.

კიევმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებულ ვერსიაზე ვალის რესტრუქტურიზაციასთან, რომელიც ამ პირობების 2016-2018 წლებზე ყოველწლიური 1 მილიარდიანი დოლარის მოცულობის გადახდის სიტემაზე გაიწერებოდა.
უკან დაბრუნება
181ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი