ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.01.2016 | 10:17

რუსული გაზის ყველაზე მსხვილი შემსყიდველების სიაში მეორე ადგილს თურქეთი იკავებს

კატეგორია: მსოფლიო
რუსული გაზის ყველაზე მსხვილი შემსყიდველების სიაში გერმანიის შემდეგ მეორე ადგილს თურქეთი იკავებს - განაცხადა გაზპრომის ხელმძღვანელმა ალეკსეი მილერმა მედიასთან. "რუსული გაზის მიწოდებაზე მოთხოვნის მიხედვით მეორე ადგილს 2015 წელს თურქეთი კავებს", - განაცხადა მან. 2015 წელს რუსულ გაზზე მოთხოვნა წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და წელიწადში 159,4 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა "მინდა აღინიშნოს რომ მოთხოვნის ზრდა იყო ჩვენი ყველაზე დიდი მომხმარებლების მხრიდან. გაზის მიწოდება გერმანიისთვის 2015 წელს მთლიანი წლის ჯამში 17,1%-ით გაიზარდა, იტალიის მიმართულებით 12,6%-ით, საფრანგეთში 36,8%-ით, დიდ ბრიტანეთში 10,2%-ით და ავსტრიაში 11,5%-ით. ამასთან, 2015 წელს გაზპრომმა გერმანიში გაზის გატანის მოცულობით რეკორდი დაამყარა, - 45,3 მილიარდი კუბური მეტრი", - აღნიშნავდა მილერი.
უკან დაბრუნება
253ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი