შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.12.2015 | 11:49

საარსებო მინიმუმი წლიურად 5 ლარით გაიზარდა

კატეგორია: ეკონომიკა
ნოემბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 165 ლარი და 70 თეთრი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარით გაიზარდა, ხოლო წლიურად 6 ლარით. ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა, 146 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 2 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა წელთან შედარებით, 5 ლარით გაიზარდა.
 
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 277 ლარი და 90 თეთრია.

რაც შეეხებათ ოჯახის ტიპებს, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 146 ლარი და 80 თეთრია, ორსულიანის 234 ლარი და 80 თეთრი, სამსულიანის 264 ლარი და 20 თეთრი, ოთხსულიანის 293 ლარი და 50 თეთრი, ხოლო ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმად 330 ლარია მიჩნეული.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
უკან დაბრუნება
269ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი