კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.01.2016 | 10:24

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

კატეგორია: მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა, ჩინეთის ვაჭრობის მკვეთრი შენელების და ნედლეულზე დაბალი ფასების გამო, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბრაზილიაზე და სხვა განვითარებად ბაზრებზე. ფონდის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა წელს 3.4%-ით გაიზრდება, ხოლო 2017-ში - 3.6%-ით. ორივე ციფრი 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე წინა პროგნოზში, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. უცვლელი დარჩა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ისევ 6.3%-ია 2016 წლისთვის და 6% 2017-სთვის. თუმცა ფონდმა განაცხადა, რომ მოთხოვნის შენელება ჩინეთში საფრთხეს უქმნის გლობალურ ზრდას და მოსალოდნელზე დაბალი იმპორტის და ექსპორტის მაჩვენებლები ჩინეთში, მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენს განვითარებად ბაზრებზე და ნედლეულის ექსპორტიორ ქვეყნებზე. სხვა რისკებს შორის სავალუტო ფონდმა დაასახელა აშშ დოლარის შემდგომი გამყარება და გეოპოლიტიკური ვითარების ესკალაცია.
უკან დაბრუნება
201ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი