შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.01.2016 | 13:14

საგადასახადო რეფორმით, მოკლევადიან პერიოდში ბიუჯეტს წლიურად 400 მილიონ ლარამდე დააკლდება

კატეგორია: ეკონომიკა
"გადასახადების ესტონურ მოდელზე გადასვლით ბიუჯეტს პირველი ორი წლის განმავლობაში ყოველწლიურად 300-400 მილიონი დააკლდება", - აღნიშნულის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დანაკლისის შევსება 3-4 წელიწადში მოხდება.
 
"საგადასახადო სისტემა მსოფლიოში იდეალური არ არსებობს, ყველა სისტემას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღნიშნულ სისტემასაც ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ის აქვს, რომ საწყის ეტაპზე მოკლევადიან პერიოდში, საუბარია 1-2 წელზე, იწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას. თუმცა თუ ავიღებთ 3-4 წლიან პერიოდს ეს შემცირება ფაქტიურად განულებულია და გარდა ამისა ის სარგებელი, რომელსაც ეკონომიკა მიიღებს აღნიშნული რეფორმიდან, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის დანაკლისი რომელიც ბიუჯეტს მოკლევადიან პერიოდში ექნება. მოკლევადიან პერიოდში საბიუჯეტო დანაკლისი 300-დან 400 მილიონ ლარამდეა შეფასებული", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, დანაკლისი ბიუჯეტს 1-2 წლის განმავლობაში ექნება და ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული დანაკლისის შესავსებად დონორ ორგანიზაციებთან მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
უკან დაბრუნება
292ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი