შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.12.2015 | 11:30

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 8,2 პროცენტით გაიზარდა

კატეგორია: ბიზნესი
ნოემბერში 2015 წლის ოქტომბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,8 პროცენტით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლის ნოემბერთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 8,2 პროცენტით, 2005 წლის საშუალოსთან შედარებით კი 78,7 პროცენტით.
 
2015 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით ინდექსის შემცირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დამამუშავებელი მრეწველობის სექციაზე ფასების 0,6 პროცენტით კლებამ. სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,50 პროცენტული პუნქტი შეადგინა. სექციაში ფასები შემცირდა მეტალურგიული მრეწველობისა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოების (-3,3 პროცენტი) და ქიმიური წარმოების (-1,9 პროცენტი) ქვესექციებზე. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ასევე სამთომოპოვებითი მრეწველობის სექციაზე 5,0 პროცენტით, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელზე -0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ასევე, ფასები შემცირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექციაზე 0,8 პროცენტით და მთლიანი ინდექსის ცვლილებაში -0,12 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებზე: დამამუშავებელი მრეწველობა: ფასები გაიზარდა 7,9 პროცენტით და სექციის წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 6,46 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვესექციებზე: საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება (7,7 პროცენტი), ქიმიური წარმოება (19,4 პროცენტი) და ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობასა და საგამომცემლო საქმიანობაზე (33,1 პროცენტი); ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება: ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით, რაც 1,91 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
უკან დაბრუნება
299ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი