კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 11:01

საქართველო 2016 წლის ღვინის ტურების ყველაზე "ცხელი მიმართულებების" ათეულში მოხვდა

კატეგორია: ეკონომიკა
გავლენიანმა გამოცემა, cntraveler-მა 2016 წლის ღვინის ყველაზე ცხელი მიმართულებების სია შეადგინა. სიაში მეცხრე ადგილს იკავებს საქართველო. „საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანაა და არა ამერიკის შტატი. ქვეყანაში ღვინის დაყენების უძველესი ისტორია არსებობს“, - წერს გამოცემა.
 
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველოს ღვინის დაყენების უძველესი მეთოდი - ქვევრის ღვინო - სულ უფრო პოპულარული ხდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეღვინეებიც იყენებენ. „ისტორია, კულტურა, ხალხი, ღვინო, - საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის ტური მქონდა“, - წერს Rouge Tomate Chelsea-ს დირექტორი საქართველოს შესახებ.

რეიტინგის შედგენისას გამოცემამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღვინის ექსპერტები გამოკითხა და ჰკითხა თუ რომელი მიმართულებაა საუკეთესო ღვინის ტურისთვის 2016 წელს.

რეტინგში პირველი ადგილი შვეიცარიამ დაიკავა, მას მოსდევს გერმანია და ისრაელი. ხუთეულში შედის საფრანგეთი და იტალიაც.
უკან დაბრუნება
518ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი