შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.01.2016 | 22:20

საქართველოს Washington state investment board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა

კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს Washington state investment board-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა – აღნიშნული გადაწყვეტილება დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და Washington state investment board-ის აღმასრულებელ დირექტორს ტერესა ვიტმარშს შორის შეხვედრაზე მიიღეს.
 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული და უძრავი ქონების პროექტებზე.

აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა. ლიბერალური და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები კი ქვეყანას მიმზიდველს ხდის ინვესტორთათვის. ტერესა ვიტმარშმა აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის, საქართველო სტაბილურად ვითარდება. მან ინტერესი გამოთქვა უფრო დეტალურად შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო გარემო და სამომავლოდ ინვესტიციები განახორციელოს.

Washington State Investment Board არის ამერიკული წამყვანი საინვესტიციო კომპანია , რომელიც მართავს 107 მილიარდი დოლარის ოდენობის საპენსიო ფონდებისა და სადაზღვეო კომპანიების თანხებს.
უკან დაბრუნება
235ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი