შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
01.12.2015 | 15:34

საქართველოს ზოგ რეგიონში, ქალთა წილი უძრავი ქონების მფლობელთა შორის, 30 პროცენტზე ნაკლებია

კატეგორია: ეკონომიკა
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, საქართველოში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომელთა მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი.

"2010-2014 წლებში საქართველოში რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან, 56 პროცენტი მამაკაცს ეკუთვნის, 44 პროცენტი კი ქალს. ზოგ რეგიონში კი ქალთა წილი მესაკუთრეთა შორის, მინიმალურია და 30 პროცენტს არ აღემატება. ქართულ საზოგადოებაში გავრცელებული პრაქტიკით, მშობლების ქონების უდიდესი ნაწილი ვაჟიშვილს რჩება და არა ქალიშვილს, თუმცა ქონების რეგისტრაციისა და გადაცემის შესახებ, ქართული კანონმდებლობით, ქალს და კაცს თანაბრად აქვთ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გადაცემის ან გამოყენების უფლება. ქალთა საკუთრების უფლება აღიარებულია კონსტიტუციით, როგორც ყველა სხვა უფლება. სწორედ ამიტომ მოქმედი კანონმდებლობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტო სარეგისტრაციო პროცესში მესაკუთრეს სქესის მიუხედავად თანასწორ უფლებიანად მიიჩნევს", - აღნიშნავენ საჯარო რეესტრში. 
უკან დაბრუნება
219ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი