ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
09.12.2015 | 11:38

საქართველოში აზერბაიჯანული და თურქული ინვესტიციები სამი წლის მაქსიმუმზეა

კატეგორია: ეკონომიკა
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანულმა ინვესტიციებმა საქართველოში 173 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტლის მონაცემებზე 13 მილიონით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 63 მილიონი დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან უცხოურ ინვესტიციებში, 35 პროცენტია.
 
მეორე ადგილზე ნიდერლანდებია 11 პროცენტით. მესამე კვარტალში ნიდერლანდებიდან საქართველოში 55 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან და წინა კვარტალთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.

საქართველოს მესამე უმსხვილესი ქვეყანა თურქეთია, რომლის წილიც მთლიან მოცულობაში 9 პროცენტია. მესამე კვარტალში საქართვეოში თურქეთიდან 43 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც ასევე სამი წლის მაქსიმუმია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის III კვარტალში 489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 33 პროცენტით ნაკლებია, ხოლო მიმდინარე წლის II კვარტალის წინასწარ მონაცემებს 38 პროცენტით აღემატება. 2015 წლის სამი კვარტალის განმავლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 1019 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით 17 პროცენტით ნაკლებია.
უკან დაბრუნება
261ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი