ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
08.01.2016 | 17:55

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ღირებულება 230-250 მილიონი დოლარია

კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის ღირებულება 230-250 მილიონი დოლარი იქნება. ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტის კვლევა მიმდინარეობს.
 
"პროექტის ღირებულება დაახლოებით 230-250 მილიონი დოლარი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ქვეყანა ცდილობს ჰქონდეს ამგვარი გაზსაცავი და ჩვენ მომავალ წელს დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი პირველად შენდება.
უკან დაბრუნება
302ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი