ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
22.12.2015 | 17:51

საქართველოში მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიციები თითქმის განახევრდა

კატეგორია: ბიზნესი
საკონსულტაციო ორგანიზაცია PMCG-ი საქართველოში მშენებლობის სექტორის მიმოხილვას აქვეყნებს. როგორც კვლევაშია აღნიშნული. 2015 წლის პირველ სამ კვარტალში, მშენებლობის სექტორის წილმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა.
 
ამ პერიოდში, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც მშენებლობის სექტორში პროდუქციის გამოშვება (22.5%-ით) და ბრუნვა (30.8%-ით), ასევე ამ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობაც (35.8%-ით). 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობის სექტორში პროდუქციის გამოშვების მოცულობა 22.5%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და 2 961.6 მლნ. ლარს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში, ასევე გაზრდილია მშენებლობის სექტორის ბრუნვის მოცულობაც (30.8%-ით) და 2 892.3 მლნ. ლარს უტოლდება.

მიუხედავად ამისა, 2015 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ჩემოუვარდება (47.5%-ით) წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2015 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში განხორციელებული მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (56.1%) შემდეგ, მშენებლობის სექტორზე მოდის (11.0%). თუმცა ეს წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს ჩამოუვარდება (6.3% პუნქტი).

„მშენებლობის სექტორში განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა, 2014 წლის შესაბამის მაჩვენებლთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული (47.5%), რაც ამ პერიოდში მთლიანი ინვესტიციების მოცულობის შემცირებითაა (17.3%) გამოწვეული. კლება ფიქსირდება მეორე (20.1%-ით) და მესამე (3-ჯერ) კვარტლებში, ხოლო პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია (27.5-ჯერ).

2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მშენებლობის დარგზე გაცემული სესხები (540.7 მლნ. ლარი) კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დარგებზე, ეროვნული და უცხოური ვალუტით, გაცემული სესხების 7.0%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედითაა შემცირებული (0.1% პუნქტი) 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ამ პერიოდში, მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხები 35.8%-ით გაიზარდა 2014 წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. ზრდა აღინიშნება ყველა თვეში, მათ შორის სესხების მოცულობა ყველაზე მეტად გაზრდილია აგვისტოში (25.3%), სექტემბერსა (28.3%) და ოქტომბერში (35.8%).“, - ვკითხულობთ კვლევაში.
უკან დაბრუნება
314ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი