შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
16.11.2015 | 12:47

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

კატეგორია: ბიზნესი
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 99,5 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 41,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 58,3 ათასი ტონა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით,  საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 25,9 ათასი ტონა ანუ 62,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 14,5 ათასი ტონა ანუ 35,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,8 ათასი ტონა ანუ 1,9%.

დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ოქტომბრის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) - 22,2 ათასი ტონა ანუ 38,1%, L-62 დიზელის საწვავი - 36,1 ათასი ტონა ანუ 61,9%.

ქვეყნების მიხედვით 2015 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 29,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 25,9 ათასი ტონა (26,1%), ბულგარეთი - 22,1 ათასი ტონა (22,2%), თურქმენეთი - 12,4 ათასი ტონა (12,5%), რუსეთი - 6,3 ათასი ტონა (6,3%), საბერძნეთი - 3,4 ათასი ტონა (3,4%).

სულ 2015 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 848,6 ათასი ტონა, რაც 121,8 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, მ/წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 357,9 ათასი ტონა (51 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 490,7 ათასი ტონა (70,8 ათასი ტონით აღემატება 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების მაჩვენებელს).

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 9,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი - 88,8% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. სულ 2015 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 77,1 ათასი ტონა, რაც 13,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მ/წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,3 ათასი ტონა. სულ მ/წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 15,6 ათასი ტონა, რაც 1.5 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

2015 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 6,8 ათასი ტონა. სულ 2015 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 52,1 ათასი ტონა, რაც 8,8 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
უკან დაბრუნება
188ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი