ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
17.12.2015 | 12:18

საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი მკაცრდება

კატეგორია: ბიზნესი
შემოსავლების სამსახურს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციასა (ნია) და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს შორის, ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.
 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კოტრიკაძემ და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და სახელმწიფომ უკეთესი გარემოს შესაქმნელად, ერთობლივი, ქმედითი ნაბიჯები გადადგან.

ნავთობპროდუქტთა იმპორტიორთა კავშირი კონკრეტული შედეგების მიღებას უკვე იანვრის თვიდან ელოდება.

„მემორანდუმი, რომელიც ნავთობპროდუქტების სფეროში ევროკავშირის სტანდარტის დამკვიდრების მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ძალისხმევას გააერთიანებს, ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას, ასევე დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკოლოგიურ გარემოს“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

„ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ბიზნეს სექტორი ორივე ხელით მიესალმება გამკაცრებას მოთხოვნების საქართველოში საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. ეკოლოგიური და გარემოს დაცვის საკითხები არის უპირველესი“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.
უკან დაბრუნება
243ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი