ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.12.2015 | 13:15

საქართველოში შიდა ვიზიტების ყველაზე დიდი წილი თბილისზე და იმერეთზე მოდის

კატეგორია: ეკონომიკა
2015 წლის მესამე კვარტალში, ქვეყანაში განხორციელებული შიდა ვიზიტების ყველაზე დიდი წილი, 20 პროცენტი, თბილისზე მოდიოდა. ვიზიტების 19 პროცენტი იმერეთში გახორციელდა, 12 პროცენტი კი აჭარაში. 9 პროცენტით განისაზღვრა კახეთში განხორციელებული ვიზიტები.
 
საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტორების უკმაყოფილების დონე წინა წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით შემცირდა და მან საანგარიშო პერიოდში 3,6 პროცენტი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით, 6,5 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია. კმაყოფილების დონემ 51 პროცენტი შეადგინა, გასულ წელს აღნიშნული ციფრი 49 პროცენტი იყო.

ვიზიტების მიზანი 52 პროცენტის შემთხვევაში, ნათესავის ან მეგობრის მონახულება იყო. დასვენებისა და გართობის მიზნით, ვიზიტების 14 პროცენტი განხორციელდა, ხოლო შიდა ვიზიტების 10 პროცენტი შოპინგის მიზანს ემსახურებოდა. პროფესიული და ეკონომიკური ხასიათით განხორციელებულმა ვიზიტებმა 4,4 პროცენტი შეადგინა. მკურნალობის მიზნით ვიზიტების 7,9 პროცენტი განხორციელდა.

რაც შეეხება ხარჯებს, მესამე კვარტალში საშუალო დანახარჯმა 146 მილიონი ლარი შეადგინა. ვიზიტორების საშუალო თვიური ხარჯი წინა წლის ანალოგირ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებზე ფიქსირდება. საკვების შემდეგ დანახარჯების ყველაზე დიდი წილი ტრასპორტსა და საყიდლებზე მოდის.
უკან დაბრუნება
358ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი