ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
16.12.2015 | 09:47

საქართველოში სიმინდის ზეთის პირველი ქარხანა გაიხსნება

კატეგორია: ბიზნესი
"დღეში 2 ტონა ზეთის წარმოება შეგვეძლება, ეს კი საშულებას მოგვცემს ბაზარზე იმპორტირებული სიმინდის ზეთის 30 % ჩავანაცვლოთ“, - გაცხადებას "ბიზნესკონტაქტთან" კომპანია "კოლხას" წარმომადგენელი აკეთებს. გიორგი ბუკიას განმარტებით, ბაზარზე პირველი სიმინდის ზეთი "ქარვას" სახელწოდებით შემოვა და მას სამი ძირითადი პროდუტი ექნება.
 
"ეს მხოლოდ სიმინდის ზეთის ქარხანა არ იქნება, ჩვენ სამი ძირითადი პროდუქტი გვექნება: მაღალი ხარისხის რაფინირებული, დეზოდორირებული, ვინტერიზებული სიმინდის ზეთი. როგორც იცით, ვინტერიზებული საკვებად გამოიყენება, მეორე პროდუქტი კი სიმინდის კოპტონია - ფერმებისთვის, რაც შეეხება მესამეს, ეს სიმინდის გულგამოცილილი მარცვალია, რომელსაც გამოყენების ფართო სპექტრი აქვს, როგორც წარმოებაში, ისე ფერმებში. მისგან დაახლოებით 40 დასახელების პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი" - აცხადებს ბუკია.

მისივე თქმით, ქარხნის 90%-ით დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, თანამედროვე დანადგარების მეშვეობით დღეში 50 ტონა სიმინდის მარცვლის გადამუშავებას შეძლებენ.

„პროექტის ფარგლებში სულ 1 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯება, ამ პროექტის ფაგლებს გარეთ კომპანიას 500 ათას ლარამდე აქვს დახარჯული", - განმარტავს ბუკია.

მისივე თქმით, კომპანიის გეგებში ადგილობრივ ბაზრებზე პროდუქციის რეალიზაციის გარდა, ექსპოტიც შედის, თუმცა მანამდე კომპანიას ISO სერთიფიკატი აღება მოუწევს.

ინფორმაციისთვის :სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი და ზეთის მიმღები ქარხნის მშენებლობა ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
უკან დაბრუნება
2307ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი