კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
25.11.2015 | 19:56

საქსო ბანკის მთავარი ეკონომისტი: ვვარაუდობთ, რომ ლარი 10 პროცენტით გამყარდება

კატეგორია: ეკონომიკა
საქსო ბანკი ვარაუდობს, რომ ლარი 10%-ით გამყარდება. ბანკის მთავარი ეკონომისტი, სტინ იაკობსენი ამბობს, რომ ლარის გამყარების ძირითადი მიზეზი დოლარის გამყარების შეწყვეტა იქნება. მისი თქმით, საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება ინვესტრებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს ქმნის.

""საქსო ბანკი" ვარაუდობს, რომ ლარი 10 პროცენტით გამყარდება. ამის ძირითადი მიზეზი ის იქნება, რომ ამერიკული დოლარი შეწყვეტს გამყარებას. აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება, რომ დოლარის კურსი უარყოფით კორელაციაშია შეერთებული შტატების მონეტარულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, ინვესტორებს ლარი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის, რადგან სახეზეა ინვესტორებისთვის აუცილებელი ორივე კომპონენტი - ღრებულება და ფასი. ფასი, რასაც იხდი, ღირებულება, რასაც იღებ. და ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ლარი საუკეტესო ვარიანტია.

მეტი ინვესტიცია იქნება "სილქ როუდის" ინფრასტრუქტურაში ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად. ამდენად, საუკეთესო მაკროეკონომიკური განვითარება, რასაც 30 ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს დავაკვირდი, არის საქართველოს შემთხვევაში. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2016 წელს ლარი 10%-ით უნდა გამყარდეს", - ამბობს ბანკის მთავარი ეკონომისტი.
უკან დაბრუნება
211ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი