ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.01.2016 | 18:45

საშა ტერნესი: სააგენტოს აღჭურვისთვის ჩვენ არ მოგვითხოვია 10 მილიონი ლარი

კატეგორია: საფინანსო სექტორი
"სააგენტოს აღჭურვისთვის ჩვენ არ მოგვითხოვია 10 მილიონი ლარი”, - აღნიშნულის შესახებ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრმა, საშა ტერნესმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სააგენტოს წევრები ხელფასის გარეშე მუშაობენ.
 
"მე და სააგენტოს სხვა წევრებს კანონის ფარგლებში კვლავ გვაქვს დასაკმაყოფილებელი ზოგიერთი ინსტრუქცია და ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოვემზადოთ, რათა მზად ვიყოთ იმ მომენტისთვის როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიღებს და შევძლებთ საქმიანობას შევუდგეთ. ამჟამად ვმუშაობთ ორგანიზაციულ საკითხებზე, პროცედურებზე, ბიუჯეტზე, სხვა დეტალებზე, თუმცა ძალიან ლიმიტირებულები ვართ, რადგან რესურსების ნაკლებობა გვაქვს და არ გვაქვს მხარდაჭერა ეროვნული ბანკისგან, არ გვყავს პერსონალი, არ გვაქვს ოფისი, მხოლოდ ჩვენი რესურსებით ვმუშაობთ. სააგენტოს აღჭურვისთვის ჩვენ არ მოგვითხოვია 10 მილიონი ლარი. სათანადო რესურსებისთვის, რაც მოიცავს შენობას და პერსონალს, ჩვენ დავთვალეთ და ჯამში ამ თანხამ თუ არ ვცდები ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა და არა 10 მილიონი. ამჟამად არ გვაქვს ხელფასი და სექტემბრიდან მოყოლებული ამ რეჟიმში ვმუშაობთ. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის გამოქვყნების თარიღი ჩემთვის უცნობია", - განაცხადა საშა ტერნესმა.

უკან დაბრუნება
413ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი