შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.11.2015 | 14:48

საწვავი ყველაზე ძვირი ნიდერლანდებში, ყველაზე იაფი კი რუსეთშია

კატეგორია: ბიზნესი
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,66 ევროს (დაახლოებით 4,25 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,59 ევროს (დაახლოებით 4,07 ლარი), დიზელის საწვავი - 1,27 ევროს (დაახლოებით 3,25 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,66 ევროს (დაახლოებით 4,25 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,55 ევროს (დაახლოებით 3,97 ლარი), დიზელის საწვავი - 1,54 ევროს (დაახლოებით 3,94 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,74 ევროს (დაახლოებით 4,46 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,57 ევროს (დაახლოებით 4,02 ლარი), დიზელის საწვავი - 1,45 ევროს (დაახლოებით 3,71 ლარი).

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,55 ევრო (დაახლოებით 1,41 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,54 ევრო (დაახლოებით 1,38 ლარი), დიზელის საწვავი - 0,50 ევროს (დაახლოებით 1,28 ლარი).

რაც შეეხება, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,90 ევროს (დაახლოებით 2,31 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,86 ევროს (დაახლოებით 2,20 ლარი), დიზელის საწვავი - 0,81 ევროს (დაახლოებით 2,07 ლარი); აზერბაიჯანში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,90 ევროს (დაახლოებით 2,31 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,83 ევროს (დაახლოებით 2,13 ლარი) - ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი - 0,52 ევროს (დაახლოებით 1,33 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,82 ევროს (დაახლოებით 2,10 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,77 ევროს (დაახლოებით 1,97 ლარი), დიზელის საწვავი - 0,68 ევროს (დაახლოებით 1,74 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს (დაახლოებით 2,15 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,81 ევროს (დაახლოებით 2,07 ლარი), დიზელის საწვავი - 0,71 ევროს (დაახლოებით 1,82 ლარი).

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, დღევანდელი მდგომარეობით ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,99-2,00 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,89-1,95 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,73-1,88 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,72-1,75 ლარი; ევრო დიზელი - 1,87-1,95 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 15-30 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.

უკან დაბრუნება
269ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი