შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.01.2016 | 12:00

სახელმწიფო სხვადასხვა ქვეყნებში "ქართული სახლების" შექმნას გეგმავს

კატეგორია: საზოგადოება
სახელმწიფო სხვადასხვა ქვეყნებში "ქართული სახლების" შექმნას გეგმავს. პროექტზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატი მუშაობს. როგორც სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, პროექტის მიზანი ქვეყნის გარეთ საქართველოს პოპულარიზაცია და ქართველი ემიგრანტებისთვის თავისუფალი სივრცის შექმნაა. მისი თქმით, "ქართული სახლების" პროექტი მეზობელი ქვეყნების მაგალითს ეყრდნობა . პროექტი თავდაპირველად საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, დაიწყება, სამომოვალოდ კი მისი არეალი გაიზრდება.
 
"ქართული სახლები იქნება სივრცე, სადაც უცხოელი სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს პოტენციალის შესახებ, იქნება ტურისტული კუთხეც, წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტი, - ესეთი პრაქტიკა მსოფლიოშია აპრობირებული.

ზოგჯერ ქვეყაანაში არ არის საკმარისი რაოდენობით დიასპორული წარმომადგენელი, მაგრამ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები, სადაც კარგი იქნება თუ ეს გაკეთდება, და ყველას ექნება თავისუფლად ყოფნის შესაძლებლობა. ეს იქნება ქართველთა სახლი მსოფლიოში, რომელზე წვდომაც ექნება ყველა დიასპორულ ორგანიზაციას", - აცხადებს გელა დუმბაძე.
უკან დაბრუნება
260ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი